logo_geo
ანრი ოხანაშვილი მელიაზე: კანონი აუცილებლად აღსრულდება
- +

18 თებერვალი. 2021. 21:39

 

საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად, არაფერი არ ირღვევა, კონკრეტულად რა ვადაში უნდა მოხდეს აღსრულება, გაწერილი არ არის“, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა ნიკა მელიასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან განაცხადა.

 

მისი თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილება აუცილებლად აღსრულდება.

 

ვთანხმდებით, რომ კანონს ყველა უნდა დაემორჩილოს პოლიტიკოსი იქნება თუ არა. რაც შეეხება როდის უნდა აღსრულდეს, ამ კონკრეტული პოლიტიკური მოცემულობიდან იქნა გადაწყვეტილება მიღებული, რომ დროებით გადაიდოს აღსრულება, ვინაიდან, შეიქმნა სიტუაცია, როცა პრემიერ-მინისტრი გადადგა და ნდობა უნდა გამოვუცხადოთ ახალ პრემიერ-მინისტრს. შესაბამისად, კანონი აღსრულდება აუცილებლად, რაც შეეხება დროს, სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად, არაფერი არ ირღვევა, ვადა კონკრეტული, რა ვადაში უნდა მოხდეს აღსრულება გაწერილი არ არის. საუბარი იყო რომ გონივრულ, უმოკლეს დროში ეს გადაწყვეტილება აღსრულდება, როდის აღსრულდება, კონკრეტული უწყების წარმომადგენლები გაცნობებენ“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

 

 

 

big_banner
არქივი