logo_geo
მამუკა მდინარაძე: კონკრეტული ადამიანები კანონის ჩარჩოებიდან გასვლას და ქვეყანაში დესტაბილიზაციის მოწყობას ცდილობენ - ამაზე მეტი თანხვედრა ოკუპანტის ინტერესებთან შეუძლებელია
- +

23 თებერვალი. 2021. 13:19

 

„საქართველო არის ის მყარი დასაყრდენი დასავლეთისთვის, რომელიც თავისი გაცხადებული პოლიტიკის მიხედვით ამ კურსს არასდროს უღალატებს“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

 

მისი თქმით, მაშინ, როდესაც კონკრეტული ადამიანები ცდილობენ კანონის ჩარჩოებიდან გასვლას, კონსტიტუციიდან გასვლას, ისე, რომ ამან გამოიწვიოს ქვეყანაში დესტაბილიზაცია და სახელმწიფოს შეგრძნება საერთოდ გაქრეს, ამაზე მეტი თანხვედრა ოკუპანტის ინტერესებთან ალბათ, შეუძლებელია.

 

„ამ ქვეყანაში თუ ვინმეს აწყობს დესტაბილიზაცია, თუ ვინმეს აწყობს კანონის ჩარჩოებიდან გასვლა, ეს არის ერთადერთი ქვეყანა, მას ჰქვია ოკუპანტი და პუტინის რუსეთი. შესაბამისად, თუკი პანდემიის ამ მძიმე შედეგების ფონზე, თუკი ამ რეგიონალური პრობლემების ფონზე, ვინმე პუტის რუსეთისა და ოკუპანტების ინტერესებს ერთი-ერთში ამთხვევს თავის მოქმედებებს, მან თავისკენ უნდა მოიკითხოს რუსული და ოკუპაციური ინტერესები. მაშინ, როდესაც კონკრეტული ადამიანები ცდილობენ კანონის ჩარჩოებიდან გასვლას, კონსტიტუციიდან გასვლას, ისე, რომ ამან გამოიწვიოს ქვეყანაში დესტაბილიზაცია და სახელმწიფოს შეგრძნება საერთოდ გაქრეს, ამაზე მეტი თანხვედრა ოკუპანტის ინტერესებთან ალბათ, შეუძლებელია“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

big_banner
არქივი