logo_geo
იაგო ხვიჩია: ახლა ბრძოლა მიდის ხელისუფლების ხელში ჩასაგდებად
- +

23 თებერვალი. 2021. 16:03

 

პარტია „გირჩის“ წევრი იაგო ხვიჩია “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერის, ნიკა მელიას დაკავებას ეხმაურება.

 

როგორც ხვიჩიამ ტელეკომპანია “რუსთავი 2” - ის ეთერში საუბრისას განაცხადა, ახლა ბრძოლა ხელისუფლების ხელში ჩასაგდებად მიდის.

 

„ხელისუფლებამ სამართლებრივი მექანიზმი გამოიყენა და იყენებს.

 

ახლა ბრძოლა მიდის ხელისუფლების ხელში ჩასაგდებად ყოველგვარი იდეის გარეშე, ამას ხედავენ ჩვენი პარტნიორები, მათ ძალიან ზუსტად იციან, რომ ამ ქვეყანაში არ არსებობს იდეა, რის გამოც იბრძვიან აქ, იბრძვიან ხელისუფლების, ტახტის ხელში ჩასაგდებად.

 

პარტია „გირჩი“ არის შერიგების მხარეს და გვჯერა, რომ ეს არის ერთადერთი გზა“, – აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.

big_banner
არქივი