logo_geo
ალექსანდრე ტაბატაძე: პასუხები იმ დოზით იქნა გაცემული, რასაც კანონმდებლობა ითვალისწინებს
- +

13 აპრილი. 2017. 14:32





„პასუხები იმ დოზით იქნა გაცემული, რასაც კანონმდებლობა ითვალისწინებს", - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე ალექსანდრე ტაბატაძემ პარლამენტში სუს-ის ანგარიშის წარდგენის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

 

როგორც ალექსანდრე ტაბატაძემ განაცხადა, მან დეპუტატებს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა იმ საკითხებზე, რომლებიც გასაიდუმლოებული არ არის და რომელზე საუბრის უფლებაც ჰქონდა.


„მკაცრად არის განსაზღვრული  და გაწერილი საკითხები, თუნდაც კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ კანონში, რისი თქმის უფლებაც არ გვაქვს და რაც არის საიდუმლო. არის საკითხები, რასაც ჩვენ გაერთიანებულ დეპუტაციასთანაც ვერ ვიტყვით. იყო საიდუმლო საკითხებიც.

 

 ხოლო, ის, რაც ჩვენც ჩავთვალეთ საჭიროდ, რომ გვეთქვა და ეს არ იქნებოდა კანონდარღვევა, ამაზე ვისაუბრეთ.

 

ჩემი მხრიდან ისეთ საკითხებზე საუბარი, რომელიც არ არის მიზანშეწონილი და რომელიც კანონით იკრძალება, არ შეიძლება და ამას, რა თქმა უნდა, არ გავაკეთებდი", - განაცხადა ალექსანდრე ტაბატაძემ.




 

big_banner
არქივი