logo_geo
ალექსანდრე ტაბატაძე: არც ერთი ოფიცერი არც ერთ უნივერსიტეტსა და საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ გვყავს
- +

13 აპრილი. 2017. 14:55


 

 

„სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ არც ერთი ოფიცერი დღეს არც ერთ უნივერსიტეტსა და საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ გვყავს", - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე ალეკო ტაბატაძემ ჟურნალისტებთან ე.წ. ოდეერებზე საუბრისას განაცხადა.


„რაც შეეხება „ოდეერებს", ამასთან დაკავშირებით სრული რეორგანიზაცია გავაკეთეთ. შეიქმნა სრულიად ახალი ინსტიტუტი - უსაფრთხოების სამსახურის ოფიცერი, რომელიც მაღალი რისკის მქონე დაწესებულებებში მიავლენს თავის თანამშრომლებს, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს ყველაფერი ხდება ორმხრივი თანამშრომლობის და ხელშეკრულების საფუძველზე. სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ არც ერთი ოფიცერი დღეს არც ერთ უნივერსიტეტსა და საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ გვყავს", - განაცხადა ტაბატაძემ.



 

big_banner
არქივი