logo_geo
„კონკრეტულ ადამიანებს მთელი საზოგადოება შეცდომაში შეჰყავდათ და თავად დაიწყეს ანაზღაურების თემაზე საუბარი“
- +

13 აპრილი. 2017. 14:56



კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე მსახიობების იმ ნაწილის შეფასებას გამოეხმაურა, რომელმაც მინისტრის დღევანდელ განცხადებებს „სამარცხვინო" უწოდა.


როგორც განვაცხადე, იძულებული ვიყავი და ძალიან ვწუხვარ იმის გამო, რომ ამ თემაზე დამეწყო საუბარი, მაგრამ აბსოლუტურად დაუფარავად, გაუგონარი უპასუხისმგებლობით, მთელი საზოგადოება კონკრეტულ ადამიანებს არაერთ პირდაპირ ეთერში შეცდომაში შეჰყავდათ და თავად დაიწყეს ამ თემაზე საუბარი, კონკრეტულ ციფრებზე საუბარი. რაც მე დღეს განვაცხადე მთავრობის სხდომის შემდეგ 5-ჯერ მეტ შემოსავალზე, ვიდრე გაცხადებული იყო, ამაში მე მხოლოდ სახელმწიფო თეატრები ვიგულისხმე - მარჯანიშვილის და თუმანიშვილის, თორემ ამას ემატება საზოგადოებრივი მაუწყებლის" გადაცემის წამყვანის ანაზღაურება, აღარაფერს ვამბობქართუ ფონდის" დახმარებაზე. ის, რომ სამარცხვინოა ასეთ თემაზე საუბარი, ვეთანხმები, ოღონდ ამ მოწოდებას ვუბრუნებ ამ მსახიობებს, რადგან მათ დაიწყეს ამაზე საუბარი და კიდევ ერთხელ ვამბობ - აბსოლუტური გაუგონარი უპასუხისმგებლობით", - განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.


რაც შეეხება თეატრების დაფინანსებას, მიხეილ გიორგაძე გეგმავს ამ თემაზე მსჯელობას თეატრების ხელმძღვანელებთან და ყველა იმ ადამიანთან ერთად, ვისაც სურვილი აქვს, აღნიშნულ მსჯელობაში ჩაერთოს.


ბუნებრივია, რომ დაფინანსების სქემა საჭიროებს რეფორმირებას იმისთვის, რომ არ იყოს რეგიონული თეატრები და დედაქალაქის თეატრები სხვადასხვა პირობებში, რომ მეტ-ნაკლებად, როგორც მინიმუმ, სასტარტო პირობები ყველას ერთნაირი ჰქონდეს. რაც შეეხება ალტერნატიული დაფინანსების მოძიებას, დიახ, სსიპ-ების ხელმძღვანელები ვალდებულები არიან, რომ ამაზე იმუშაონ. ეს შეუძლებელი არ არის და ამის მაგალითია მარჯანიშვილის თეატრი. მარჯანიშვილის თეატრმა ეს მოახერხა, ესე იგი, შეიძლება, რომ მოახერხოს სხვებმაც. ვინც ვერ მოახერხებს, დაუთმოს ადგილი მას, ვინც უკეთესი მმართველი და უკეთესი ადმინისტრატორი იქნება", - განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.




 

big_banner
არქივი