logo_geo
ირაკლი ღარიბაშვილი: ეს არის წითელი ხაზი, რომელიც არ განიხილება!
- +

2 მარტი. 2021. 22:42

 

„ჩვენი პრინციპული პოზიცია, ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით, არის უცვლელი. ეს არის წითელი ხაზი. ეს არის საკითხი რომელიც არ განიხილება“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

 

მისივე თქმით გუშინ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან გამართული შეხვედრა იძლევა ოპტიმიზმის საფუძველს, რომ ოპოზიციის კონსტრუქციულ ნაწილთან მოლაპარაკებები გაგრძელდება და წარმატებით დასრულდება.

 

„მე გუშინ შეხვედრაზე დავაფიქსირე, რომ არავითარი ლეგიტიმური საფუძველი ვადამდელი არჩევნების მოთხოვნის, არ არსებობს ქვეყანაში. მე და ჩემი გუნდი ვმოქმედებთ და ვიმოქმედებთ მხოლოდ ქვეყნისა და ხალხის ინტერესების შესაბამისად. და არა რომელიმე კონკრეტული პატიების პირადი ახირებისა და ინტერესების შესაბამისად. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. თუ პარტიებს სურთ რეალური დიალოგის დაწყება, ჩვენ ამისთვის გავხსენით შესაბამისი ფორმატი და მზად ვართ გავაგრძელოთ აღნიშნული ფორმატი. მე გავეცანი და მოვისმინე მონაწილეების საკმაოდ საღი და კონსტრუქციული მოსაზრებები. ეს მაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს ვივარაუდო, რომ დიალოგი ოპოზიციის კონსტრუქციულ ნაწილთან გაგრძელდება და დასრულდება წარმატებით. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უნდა შევძლოთ ერთიან პარლამენტში მუშაობა, რომ ქვეყანა დაუბრუნდეს ნორმალურ პოლიტიკურ ცხოვრებას“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

big_banner
არქივი