logo_geo
თამარ ტალიაშვილი: ეუთო/ოდირის საბოლოო დასკვნა ადასტურებს, რომ არჩევნები თავისუფალ, კონკურენტულ გარემოში ჩატარდა
- +

6 მარტი. 2021. 13:45

 

„მთავარი, დასკვნათა დასკვნა არის ის, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები თავისუფალ, კონკურენტულ გარემოში ფუნდამენტური უფლებების დაცვის პირობებში ჩატარდა“, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, თამარ ტალიაშვილი, ეუთო/ოდირის მიერ, საქართველოში 31 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შესახებ გამოქვეყნებულ საბოლოო ანგარიშს.

 

„2020 საპარლამენტო არჩევნები რჩება აქტუალური განხილვის საკითხად. აი, დადგა დღე, როცა ამ არჩევნებთან დაკავშირებით ერთ-ერთი უმთავრესი საერთაშორისი სადამკვირვებლო მისიისა და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტიტუციის OSCE/ODIHRეუთო/ოდირ-მა საბოლოო სიტყვა თქვა და დასკვნა გამოაქვეყნა. მთავარი, დასკვნათა დასკვნა არის ის, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები თავისუფალ, კონკურენტულ გარემოში ფუნდამენტური უფლებების დაცვის პირობებში ჩატარდა. დასკვნაში, ასევე ასახულია რეკომენდაციები და შენიშვნები, რომელიც უკვე ჰქონდა ეუთო/ოდირს დაფიქსირებული და პირდაპირ ემთხვევა ჩვენს მიერ პარლამენტში ინიცირებულ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს. ამ ცვლილებებით, საარჩევნო წესები დაიხვეწება და ხარვეზების რაოდენობაც სულ უფროდაუფრო შემცირდება“ - წერს „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე თამარ ტალიაშვილი.

 

ეუთო/ოდირმა საქართველოში 31 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შესახებ საბოლოო ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც სხვა საკითხებთან ერთად რეკომენდაციებზეც არის საუბარი, რომელთა მიზანიც საქართველოს საარჩევნო სისტემის ეუთოსა და საერთაშორისო ვალდებულებებთან შესაბამისობაში მოყვანა სახელდება. ოდირი საარჩევნო პროცესის გაუმჯობესებაში საქართველოს ხელისუფლებას დახმარების მზადყოფნას გამოთქვამს.

 

https://imedinews.ge/ge/politika/190248/tamar-taliashvili-eutoodiris-saboloo-daskvna-adasturebs-rom-archevnebi-tavisupal-konkurentul-garemoshi-chatarda

 

big_banner
არქივი