logo_geo
ირაკლი ღარიბაშვილი კელი დეგნანთან შეხვედრაზე: დიდად ვაფასებთ ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის, აშშ-ის მხარდაჭერას
- +

9 მარტი. 2021. 16:25

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, აშშ-ის ელჩ კელი დეგნანთან გამართულ შეხვედრას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება.

 

მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ ქვეყნის მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან გამართულ შეხვედრაზე საკითხების ფართო სპექტრი განიხილა.

 

„აშშ-ის ელჩ კელი დეგნანთან ერთად განვიხილეთ საკითხების ფართო სპექტრი, მათ შორის აშშ-საქართველოს ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგი, მიმდინარე პოლიტიკური პროცესები, COVID-19 პანდემია და რთული სიტუაცია ოკუპირებულ რეგიონებში. ჩვენ დიდად ვაფასებთ ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის – აშშ-ის მხარდაჭერას,“- აცხადებს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.

 

 

 

 

big_banner
არქივი