logo_geo
ირაკლი ღარიბაშვილი: ნიკა მელიას შეუძლია, ნებისმიერ დროს გადაიხადოს გირაო და ნებისმიერ დღეს გამოვიდეს ციხიდან, თუნდაც დღესაც
- +

12 მარტი. 2021. 13:16

 

„ნიკა მელიას შეუძლია, გირაო გადაიხადოს და ნებისმიერ დღეს გამოვიდეს ციხიდან“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

„რაც შეეხება ნიკა მელიას პატიმრობას, კიდევ ერთხელ მინდა გავიმერო, რომ პროკურატურამ გააკეთა ძალიან ნათელი და მკაფიო განმარტება, - ბატონ მელიას შეუძლია გადაიხადოს გირაო ნებისმიერ დროს ან მის ოჯახს ან მის თანაპარტიელებს და გამოვიდეს ციხიდან ნებისმიერ დროს, თუნდაც დღესაც“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 

big_banner
არქივი