logo_geo
მიხეილ სარჯველაძე: არ მგონია, რომ გიორგი გახარიას იმისგან გასხვავებული ხედვები ჩამოუყალიბდა, რაც მანამდე ქვეყანაში მისი მეთაურობით ხორციელდებოდა
- +

23 მარტი. 2021. 13:30

 

„არ მგონია, რომ გიორგი გახარიას მას შემდეგ, რაც ის პრემიერ-მინისტრი აღარ არის, იმისგან გასხვავებული ხედვები ჩამოუყალიბდა, რაც მანამდე ქვეყანაში მისი მეთაურობით ხორციელდებოდა“, - ამის შესახებ ჟურნალისტებს უმრავლესობის წარმომადგენელმა მიხეილ სარჯველაძემ განუცხადა.

 

კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა, რომ გიორგი გახარიას უკან ბიძინა ივანიშვილი იდგეს, დეპუტატმა განაცხადა, რომ ამის არ სჯერა.

 

„გიორგი გახარია იქნება თუ არა კონკურენტი „ქართული ოცნებისათვის“, ამის წინასწარ პროგნოზირებას მე ვერ გავაკეთებ. ეს დამოკიდებულია იმ კონკრეტულ ნაბიჯებზე, რასაც ის გადადგამს. რაც შეეხება იმას, თუ როგორ ესახება მას საქართველოს მომავალი, გიორგი გახარია ქვეყნის პრემიერ-მინისტრი იყო და ალბათ, სწორედ იმ მიმართულებით მიჰყავდა ქვეყანა, რაც მიაჩნია, რომ სწორი იყო. გახარიას კონკრეტული ნაბიჯებიდან გამოჩნდება, თუ რა არის მისი კონკრეტული გეგმა და ხედვა. მის მიერ გაცხადებული ხედვა, რომ აუცილებელია პოლარიზაციის დასრულება და ნაბიჯები გადასადგმელია ევროინტეგრაციის მიმართულებით, სწორი ღირებულებებია, მაგრამ შემდეგ ვინ როგორ ვემსახურებით ამ საქმეს, ეს არის სადისკუსიო საკითხი“, - განუცხადა ჟურნალისტებს მიხეილ სარჯველაძემ.

წყარო : wyaro
big_banner
არქივი