logo_geo
ირაკლი ღარიბაშვილი: სენატში განცხადებების შემდეგ, წერტილი დაესვა აბსურდულ ცილისწამებებსა და სპეკულაციებს
- +

25 მარტი. 2021. 16:12

 

„მინდა, მადლობა გადავუხადო აშშ-ის სენატს და სახელმწიფო დეპარტამენტს, კონკრეტულად ბატონ ჯორჯ კენტს სამართლიანი შეფასებებისთვის და ობიექტურობისთვის. აღნიშნული მოსმენა და იქ გაკეთებული შეფასებები კიდევ ერთხელ ცხადჰყოფს, რომ ამერიკისთვის საქართველო არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორი სახელმწიფო რეგიონში“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

 

მთავრობის მეთაურის თქმით, მმართველი გუნდი მზად არის, რომ რეფორმები გააგრძელოს.

 

„ასევე, ყოველგვარ სპეკულაციებს წერტილი დაესვა აღნიშნული განცხადებებით და, რაც მთავარია, დასრულდა ის ერთგვარი აბსურდული ცილისწამებები, სპეკულაციები ნებისმიერი თემაზე, რომელიც გვესმოდა ოპოზიციის წარმომადგენლებისგან. ასევე, ჩვენ მზად ვართ, რომ მოკლე დროში განვახორციელოთ საარჩევნო რეფორმა, მართლმსაჯულების რეფორმა და ყველა ის რეკომენდაცია გავითვალისწინოთ, რაც იყო ასახული აშშ-ის სენატის მხრიდან“, – განაცხადა ღარიბაშილმა.

 

big_banner
არქივი