logo_geo
კრისტიან დანიელსონი: ჩვენ გვაქვს იდეები, ვსაუბრობთ პარტიებთან და ვეხმარებით მათ წინ წასაწევი გზის პოვნაში
- +

28 მარტი. 2021. 21:59

 

„ჩვენ გვაქვს იდეები, ვსაუბრობთ პარტიებთან და ვეხმარებით მათ წინ წასაწევი გზის პოვნაში“, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის პირადმა წარმომადგენელმა კრისტიან დანიელსონმა განაცხადა.

 

აღნიშნული განცხადებით მან უპასუხა საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტის კითხვას, „მოდერატორი თუ შესთავაზებს პოლიტიკურ პარტიებს რაიმე წინადადებას.

 

„დიახ, ეს არის ჩვენი როლის შემადგენელი ნაწილი. ჩვენ გვაქვს ზოგიერთი იდეა, ვსაუბრობთ პარტიებთან და ვეხმარებით მათ წინ წასაწევად გზის გამონახვაში, მაგრამ პარტიებმა უნდა იპოვონ კომპრომისი, თუმცა ჩვენ მათ დასახმარებლად ვიმუშავებთ“, – განაცხადა დანიელსონმა.

 

კრისტიან დანიელსონი ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრებს 29 მარტიდან დაიწყებს.

 

დანიელსონი საქართველოში გუშინ, 27 მარტს დაბრუნდა და სამი დღის განმავლობაში დარჩება.

 

big_banner
არქივი