logo_geo
ირაკლი კობახიძე: შემიძლია, საზოგადოება დავარწმუნო, რომ ხელი არ მოეწერება არც ერთ ისეთ პუნქტს, რომელიც არ იქნება სახელმწიფოს, ჩვენი გუნდის ობიექტურ ინტერესებში
- +

29 მარტი. 2021. 17:50

 

„შემიძლია, საზოგადოება და კონკრეტულად, ჩვენი პარტიის მხარდამჭერები დავარწმუნო, რომ ხელი არ მოეწერება არც ერთ ისეთ პუნქტს, რომელიც არ იქნება სახელმწიფოს ინტერესებში და რომელიც არ იქნება ჩვენი გუნდის ობიექტურ ინტერესებში“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ კრისტიან დანიელსონთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

 

კობახიძე აცხადებს, რომ მედიატორებთან კონსულტაციები გრძელდება, თუმცა დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს.

 

„გრძელდება კონსულტაციები. ამ ეტაპზე ბევრი ახალი არაფერი გვაქვს გამომდინარე იქიდან, რომ ეს არის სამუშაო პროცესი. ალბათ, ხვალ საერთო რეჟიმში გაგრძელდება საუბარი. იმედი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი დასრულდება შეთანხმებით. ეს დამოკიდებულია მხარეების კეთილ ნებაზე და სათანადო მიდგომაზე. ჩვენს გუნდთან გვქონდა კონსულტაციები დისტანციურ რეჟიმში, ვერ მოესწრო შეკრება. დღეს გაიმართება კიდევ შეხვედრა, გვექნება საუბარი იმაზე, რაც დიალოგს უკავშირდება. ყველაზე აქტიური თემები რაც არის ყველამ იცის, თუმცა აქედან ერთი შედარებით უკანა პლანზე გადავიდა. დეტალებს ვერ გავშლი. შეხვედრის შემდეგ, ხვალ გვექნება ჩამოყალიბებული, კონკრეტული პოზიცია. გარკვეულ საკითხებზე გვთხოვეს პოზიციის დაზუსტება, გუნდთან კონსულტაციების საფუძველზე. შემიძლია, საზოგადოება და კონკრეტულად, ჩვენი პარტიის მხარდამჭერები დავარწმუნო, რომ ხელი არ მოეწერება არც ერთ ისეთ პუნქტს, რომელიც არ იქნება სახელმწიფოს, ჩვენი გუნდის ობიექტურ ინტერესებში“, – განაცხადა კობახიძემ.

 

 

 

big_banner
არქივი