logo_geo
კრისტიან დანიელსონი: კომპრომისი ყველასთვის რთულია
- +

29 მარტი. 2021. 22:25

 

 

„კომპრომისი ყველასთვის რთულია და ეს საჭიროებს პოლიტიკურ მზაობას და სურვილს, რომ საჭირო ნაბიჯები გადაიდგას“, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის სპეციალურმა წარმომადგენელმა კრისტიან დანიელსონმა განაცხადა.

 

„მე ვუთხარი პარტიის ლიდერებს, რომ ხვალ მაგიდაზე ტექსტს დავდებ.

მიზანი არის, რომ მდგრადი ჩარჩო იყოს გაკეთებული მომავლისთვის და ეს არის ნდობის აღდგენის გზა. ეს უპასუხებს საჭიროებას იმისას, რომ გატარდეს სისტემური რეფორმა იმისთვის, რომ საზოგადოების ნდობა საარჩევნო პროცესისადმი და მართლმსაჯულებისადმი გაიზარდოს.

საბოლოოდ ეს არის არის პარტიების პასუხისმგებლობა, პარტიებზეა დამოკიდებული,რომ აიღონ პასუხისმგებლობა ასეთი დოკუმენტის ხელმოწერაზე. ეს არის შესაძლებლობა ლიდერებისთვის, რომ აჩვენონ თავიანთი დემოკრატიული სიმწიფე.

 

კომპრომისი ყველასთვის რთულია და ეს საჭიროებს პოლიტიკურ მზაობას და სურვილს, რომ საჭირო ნაბიჯები გადაიდგას.

მე ვფიქრობ, აქ მთავარია საქართველოს ეროვნული ინტერესი, ეს არის გზა ამ პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლისა და რეალურ საკითხებზე ყურადღების გამახვილებისა: ეს არის კოვიდის პანდემია, ეკონომიკა, ასევე საქართველოს ეროვნული უსაფრთხოება და საქართველოს ევროპული გზა“, - განაცხადა კრისტიან დანიელსონმა.

 

big_banner
არქივი