logo_geo
ირაკლი ქადაგიშვილი: ნათლად ვხედავთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესი არ არის ნიკა მელიას გარეთ ყოფნა, მათი მიზანია, მოლაპარაკებების პროცესში ვერ მოხდეს შეთანხმება
- +

30 მარტი. 2021. 12:37

 

„ნათლად ვხედავთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესი არ არის ნიკა მელიას გარეთ ყოფნა, მათი მიზანია, ყველაფერი გაკეთდეს, რათა მოლაპარაკებების პროცესში ვერ მოხდეს შეთანხმება“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

 

როგორც ირაკლი ქადაგიშვილმა აღნიშნა, ბესიკ ბოგველის სახელი და გვარი პირველად გაიგო, მას ხელისუფლების შტოსთან არანაირი კავშირი არ აქვს.

 

„სამოქალაქო აქტივისტი ბესიკ ბოგველი ამბობს, რომ ქვეყანაში კომპრომისის მიღწევისთვის მზად არის, გირაო გადაიხადოს, ამას კატეგორიულად ეწინააღმდეგება ადვოკატი და მისი პარტია. ნათლად ვხედავთ, რომ მათი ინტერესი არ არის ნიკა მელია გარეთ იყოს, პოლიტიკურ პროცესში იყოს ჩართული. მათი მიზანია, ყველაფერი გაკეთდეს, რათა მოლაპარაკებების პროცესში ვერ მოხდეს შეთანხმება. ყველა მცდელობა მომართულია იქითკენ, რომ ამ გზაზე დამატებითი წინააღმდეგობა არსებობდეს. სწორედ ეს არის, რაც ჩვენ გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ გარკვეული პარტია არ არის შინაგანად მზად, ქვეყანაში ნორმალური დემოკრატიული განვითარების პროცესის თანამონაწილე იყოს. ნიკა მელიას საქმე არის სასამართლოში, განხილვაში. ნიკა მელიამ და მისმა პარტიამ სურვილი უნდა გამოხატონ, რომ მათ აქვთ მზაობა, სურვილი კანონმდებლობის ფარგლებში კომპრომისის მიღწევა მოხდეს“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

 

შეგახსენებთ, ნიკა მელიას ადვოკატის, გიორგი კონდახიშვილის ინფორმაციით, „ფსიქოლოგთა განვითარების კვლევითი ცენტრის“ ხელმძღვანელის, ბესიკ ბოგველის სახელით „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში მიიღეს წერილი, რომლის თანახმადაც, ბოგველმა მიმართა პროკურატურას და მზადყოფნა გამოთქვა, ნიკა მელიას მიმართ გამოყენებული გირაო გადაიხადოს. როგორც ადვოკატი ამბობს, „დიდი ალბათობით, ეს ხელისუფლების დადგმული სპექტაკლია“.

 

https://1tv.ge/news/irakli-qadagishvili-natlad-vkhedavt-rom-nacionaluri-modzraobis-interesi-ar-aris-nika-melias-garet-yofna-mati-mizania-molaparakebebis-processhi-ver-mokhdes-shetankhmeba/

 

big_banner
არქივი