logo_geo
გიორგი კვირიკაშვილი: ახალი რეალობის ძრავი ჩართულია!
- +

26 ნოემბერი. 2016. 23:04



„ახალი რეალობის ძრავი ჩართულია და ამას ვერაფერი ვერ გააჩერებს", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.


ამ ახალ რეალობაში იმ გამოწვევებს, რომელსაც ეს რელობა კარნახობს, პასუხობს ის ძალა, რომელიც დღეს არის ხელისუფლებაში, მოგწონთ ეს, თუ არ მოგწონთ.


წარმატებები, რომლებიც ჩვენ  და ჩვენს ქვეყანას გვჭირდება, ეს არის გამარჯვებები, ხვალინდელი დღის იმედი. იმედი ამოძრავებს სწორედ ეკონომიკასაც, სხვათა შორის და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ზედმეტად ნეგატიურად არ დავხატოთ ის რეალობა, რომელიც არის იმისათვის, რომ მეტი ქულა დავიწეროთ პოლიტიკურად", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა და „ქართული ოცნების" გუნდის წევრებს მიმართა.


დღეს თქვენ გეძლევათ ისტორიული შანსი, ჩადგეთ იმ ადამიანების რიგებში, რომელებმაც ძალიან მნიშვნელოვანი საქმე გააკეთეს. ყველაფერი პირადული გვერდზე გადავდოთ განვეწყოთ დიდი ბრძოლისთვის. ბრძოლაში  მე შრომას ვგულისხმობ, რადგან ყველა ჩვენგანი, ვინც ეს უდიდესი ტვირთი იტვირთა თავის თავზე, უნდა აცნობიერებდეს, რომ უკან მოსაბრუნებელი გზა არ არის, სხვა არჩევანი ჩვენ არ გვაქვს, რადგან ჩვენ უკან ჩვენი სამშობლოა, ჩვენი მოსახლეობაა და ჩვენს უკან ყველა გზა ჩახერგილია", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.



 

big_banner
არქივი