logo_geo
ირაკლი კობახიძე: ასეთი დასაწყისით წარმატებული ვერავინ იქნება
- +

15 აპრილი. 2021. 10:25

 

 

„სამწუხაროდ, ეს არ იყო სწორი მოქმედება“ - ასე შეაფასა ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნებიდან“ გიორგი გახარიასთან ექვსი დეპუტატის წასვლის ფაქტი. მმართველი პარტიის თავმჯდომარის თქმით, როდესაც არასწორად იწყებ პოლიტიკაში ნაბიჯების გადადგმას, ეს პროცესი შემდეგაც არასწორად გაგრძელდება.

 

„სამწუხაროა, რაც ჩვენ ვნახეთ. ეს არ იყო სწორი მოქმედება, ბევრი მიზეზის გამო, მათ შორის იმის გამო, რომ მანამდე არავითარი საუბარი, კონსულტაცია ამასთან დაკავშირებით არ ყოფილა. როდესაც არასწორად იწყებ პოლიტიკურ პროცესში ნაბიჯების გადადგმას, ეს პროცესი არასწორადაც გაგრძელდება. შესაბამისად, ყველაფერს არასწორი დასაწყისი ჰქონდა და მე მგონია, რომ გაგრძელებაც იქნება შესაბამისი. ასეთი დასაწყისით წარმატებული ვერავინ იქნება“, - განაცხადა კობახიძემ.

big_banner
არქივი