logo_geo
შარლ მიშელი: კრიზისი დასასრულს მიუახლოვდა და პოლიტიკური ჩართულობა უფრო მდგრადი გახდა
- +

20 აპრილი. 2021. 17:09

 

„ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, რომ კიდევ ერთხელ ვარ თბილისში. პოლიტიკურმა ლიდერებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას და ეს ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა. კრიზისი დასასრულს მიუახლოვდა და პოლიტიკური ჩართულობა უფრო მდგრადი გახდა“, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

 

„დღეს ახალი დასაწყისის ეტაპია, რომელიც ძალიან ბევრ შრომას საჭიროებს საქართველოს მხრიდან, ევროინტეგრაციისთვის. ქართველმა ლიდერებმა მიაღწიეს შეთანხმებას და ეს მიღწევა თქვენ გეკუთვნით. ძალიან კარგად ვიცი, რამდენად დიდი ძალისხმევაა ამისთვის გაღებული. ეს არ იყო ადვილი პროცესი. ახლა უკვე ვიცით, რომ გამოწვევები შედარებით მარტივი სამართავია“ - აღნიშნა შარლ მიშელმა.

 

დღესვე შარლ მიშელისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის პირისპირ შეხვედრა გაიმართება. ამასთანავე, ვიზიტის ფარგლებში ევროპული საბჭოს პრეზიდენტი პარლამენტის თავმჯდომარეს, არჩილ თალაკვაძესა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს პარლამენტში შეხვდება. დღის ბოლოს სალომე ზურაბიშვილის სახელით ბატონ შარლ მიშელის პატივსაცემად სადილი გაიმართება.

 

შარლ მიშელის მიერ წარდგენილ დოკუმენტს - „საქართველოს წინსვლის გზა“ პარტიებმა ხელი ოფიციალურად 19 აპრილს მოაწერეს.

big_banner
არქივი