logo_geo
გიორგი კვირიკაშვილი: მინდა, მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც...
- +

19 აპრილი. 2017. 12:44




„კომერციული ატაშეები იქნებიან საქართველოს ერთგვარი ეკონომიკური ელჩები განსაკუთრებით პრიორიტეტულ ბაზრებზე", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" პრეზენტაციაზე განაცხადა.


„მნიშვნელოვანია, რომ მუშაობას დაიწყებს კომერციული ატაშეების ინსტიტუტი. ისინი იქნებიან საქართველოს ერთგვარი ეკონომიკური ელჩები განსაკუთრებით პრიორიტეტულ ბაზრებზე და სხვადასხვა ქვეყნებში საქართველოს საელჩოებში იმუშავებენ. მათი საშუალებით შესაძლებელი გახდება ჩვენი ქვეყნის შესაძლებლობების გაცნობა უფრო მეტი პოტენციური ინვესტორისათვის, მეტი შემსყიდველის დაინტერესება ქართული საექსპორტო პროდუქციით და მეტი საერთაშორისო ბიზნესის შემოსვლა საქართველოში.

 

მინდა, მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც წვლილი შეიტანა პროგრამის „აწარმოე საქართველოში" წარმატებით ფუნქციონირებაში, მათ შორის, სოფლის მეურნეობის სამინისტროს გუნდს, საბანკო სექტორს, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 



 

big_banner
არქივი