logo_geo
მიხეილ სარჯველაძე: ადამიანებს, რომლებიც ფიქრობენ, რომ ამნისტია სწორი ფორმა არ არის, იმპროვიზაციების შემოთავაზება უწევთ, რაც უადგილოა
- +

23 აპრილი. 2021. 13:13

 

 

„იმ ადამიანებს დიდი დეფიციტი აქვთ, ვინც ფიქრობს, რომ ამნისტია სწორი ფორმა არ არის. ამ დეფიციტის პირობებში იმპროვიზაციების შემოთავაზება უწევთ, რაც უადგილოა,“ – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

 

მისივე თქმით, ეს დამატებითი და ახალი დისკუსიების გახსნის რისკს იძლევა შეთანხმებასთან დაკავშირებით, რაც გაუმართლებელია.

 

„ეს დამატებითი და ახალი დისკუსიების გახსნის რისკს იძლევა შეთანხმებასთან დაკავშირებით, რაც არც ერთი თვალსაზრისით გამართლებული არ არის. ოპონენტებისგან ვისმენ, რომ გირაოს თანხის გადახდა პრობლემას არ წარმოდგენს, თითქოს, მელიას თავისუფლება სურს, ეს ამბავი შეთანხმებულია და დისკუსია იმის თაობაზე, ვინ მართალია და ვინ არა, უნდა გამოირიცხოს. ყველა ჩვენს მოსაზრებაზე ვრჩებით, მაგრამ რატომ სურს ნიკა მელიას ან მის თანამოაზრეებს, რომ ამ თემაზე რაღაც დამატებითი სპექტაკლები გათამაშდეს, ჩემთვის გაუგებარია. თუ ვინმესთვის მიზანია მისი გათავისუფლება ისე, რომ ეს რომელიმე პოზიციის გამარჯვებად არ ჩაითვალოს, ამის გარანტირება შეთანხმებით მოხდა და ამ ფონზე დამატებითი მცდელობები მაინც და მაინც კეთილსინდისიერი მოტივებით ნაკარნახები არ უნდა იყოს“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

 

 

big_banner
არქივი