პარლამენტის ვიცესპიკერმა ირმა ინაშვილმა პარლამენტის სხდომაზე „ნაციონალებს" „რუსეთის ყველაზე ერთგული აგენტები უწოდა".
„რუსეთს არ ჰყოლია „ნაციონალურ მოძრაობაზე" ერთგული თანამშრომლები, აგენტები. სწორედ ამ ხალხმა შეიტანა წვლილი იმაში, რომ წაიღეს ჩვენი ქვეყნის 22%. ამათ გააჩუქეს ქართული მიწების 22%", - განაცხადა ირმა ინაშვილმა.