logo_geo
არჩილ თალაკვაძე: ეს არის ახალი პოლიტიკა, ახალი პოლიტიკური კლასი!
- +

27 ნოემბერი. 2016. 00:57



ჩვენ ავირჩიეთ ევროპული ტიპის პრემიერ-მინისტრი და მინისტთა კაბინეტი, ადამიანები, რომლებიც ახლოს არიან ხალხთან და ახლოს არიან ყოველთვის წარმატებულ შედეგებთან", - ამის შესახებ ჟურნალისტებს, პარლამენტის რიგგარეშე სხოდმის შედმდეგ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ განუცხადა.


როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, დღეს კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ქართული დემოკრატია არის ბევრად უფრო წინ, ვიდრე იყო ექვსი, რვა  წლის წინ.


ჩვენ ავირჩიეთ ევროპული ტიპის პირემიერ-მინისტრი და მინისტთა კაბინეტი. ავირჩიეთ ადამიანები, რომლებიც ახლოს არიან ხალხთან და ახლოს არიან ყოველთვის წარმატებულ შედეგებთან. ჩვენ განვიხილეთ არაერთი შედეგი, რომელსაც მიაღწია ჩვენმა გუნდმა ოთხი წლის განმავლობაში. მათ წარმატებით შეასრულეს პირველი მისია. როგორც ყველა წარმატებული გუნდი, ახლა უფრო რთული გამოწვევის წინაშე დგანან. პარლამენტი საკანონმდებლლო პროცესით მაქსიმალურად უნდა დაეხმაროს  მათ. მეორე მხირვ, პარლამენტში ადგილი არის იმისთვის, რომ იყოს დებატი, იყოს  კითხვები პასუხები. დღეს კიდევ ერთხელ გამოჩნდა,  რომ ქართული დემოკრატია არის ბევრად უფრო  წინ, ვიდრე იყო 6 წლის, 8 წლის წინ. დღეს ჩვენ ვხედავთ ახალ პოლიტიკას და ახალ პოლიტიკურ კლასს",-აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.  


 

 

 

big_banner
არქივი