logo_geo
გიორგი ვოლსკი: ზაალ უდუმაშვილი სხვანაირ განცხადებას ვერ გააკეთებს - რევოლუციური სცენარის შეწყვეტის ინსტრუქცია და მითითება კიევიდან არ ჩამოსულა
- +

15 მაისი. 2021. 16:07

 

 

„ზაალ უდუმაშვილი სხვანაირ განცხადებას ვერ გააკეთებს - რევოლუციური სცენარის შეწყვეტის ინსტრუქცია და მითითება კიევიდან არ ჩამოსულა“,- ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ზაალ უდუმაშვილის იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ აქციებს პარლამენტში შესვლის შემთხვევაშიც არ შეწყვეტს.

 

როგორც ვოლსკი აღნიშნავს, მსგავსი განცხადებები „ნაციონალურ მოძრაობას“ არჩევნების დროს სერიოზულ დარტყმას მიაყენებს.

 

„ამ თამაშში, სადაც ყველაფერი წააგეს და როდესაც საერთაშორისო თანამეგობრობა, საზოგადოება არ თანხმდება ამ რევოლუციურ სცენარს, ისინი ეძებენ გარკვეულ წინაპირობას და დასაბუთებას იმისთვის, რატომ შემოდიან პარლამენტში. მაგრამ ეს განცხადებები იმდენად ანტისახელმწიფოებრივია, ვფიქრობ, სერიოზულ დარტყმას მიაყენებს მათ, როდესაც საქმე მიდგება არჩევნებზე. ყველას წინააღმდეგაა ეს განცხადება, არც „ნაცმოძრაობის“ მომხრეებს აწყობთ ის, რასაც ზაალ უდუმაშვილი ქადაგებს - რევოლუცია და მეტიც, საერთაშორისო თანამეგობრობა დაინტერესებულია სტაბილურობით“,- განაცხადა ვოლსკიმ.

 

 

big_banner
არქივი