logo_geo
ირაკლი ქადაგიშვილი: უკრაინაში ვერ ვივლით ჩვენი კანონების შესათანხმებლად, საკონსულტაციოდ ევროკავშირი გვაკმაყოფილებს
- +

21 მაისი. 2021. 14:53

 

 

„კანონის განხილვის სივრცე არის საქართველოს პარლამენტი, ჩვენ უკრაინაში ვერ ვივლით ჩვენი კანონების შესათანხმებლად, საკონსულტაციოდ ევროკავშირი გვაკმაყოფილებს,“ - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა, საარჩევნო კოდექსზე „ნაციონალური მოძრაობის“ შენიშვნებთან დაკავშირებით განაცხადა.

 

როგორც მან აღნიშნა, კარუსელი 2013 წლის შემდეგ აღარ არსებობს არჩევნებში, ხოლო რაც ეხება ბლოკებთან დაკავშირებულ პრეტენზიებს, ქადაგიშვილი განმარტავს, რომ საქართველო გადადის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე და შესაბამისად, ეს საკითხი არარელევანტურია.

 

„ოპოზიციის იმ ნაწილმა, თავისი მდიდარი გამოცდილება ამოიღო არქივიდან, თუ როგორ აყალბებდა სამაგიდო სიებით არჩევნებს. ყველამ კარგად ვიცით, რომ 2012 წლის შემდეგ აბსოლუტური სიზუსტით არის ასახული ამომრჩევლის რაოდენობა და საარჩევნო სიები, რომელიც ამავდროულად არის დასურათებული. კარუსელი არჩევნების გაყალბების ერთ-ერთი მსუყე მექანიზმი იყო წინა და იმის წინა ხელისუფლების, 2012 წლიდან კი დამატებითი სიები საერთოდ აღარ არსებობს“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.

 

 

big_banner
არქივი