logo_geo
ირაკლი სესიაშვილი „ნაციონალურ მოძრაობას" უჩივლებს!
- +

26 აპრილი. 2017. 23:06



პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილი, „ნაციონალური მოძრაობის" წინააღმდეგ სარჩელის შეტანას აპირებს.


ენმ-ში ამის თაობაზე დღე სპეციალური პრესკონფერენციაც გაიმართა. პარტიაში აცხადებენ, რომ უმრავლესობის დეპუტატის შვილი, დავით სესიაშვილი, რომელიც ამჟამად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მუშაობს, 2015 წელს მომხდარი ქურდობის სავარაუდო მონაწილეა.


ირაკლი სესიაშვილიც და სუს-იც ადასტურებს, რომ დავით სესიაშვილი უწყების საინფორმაციო ანალიტიკურ დეპარტამენტში მუშაობს, თუმცა რაიმე კანონდარღვევა სუს-ს არ აღმოუჩენია.


სისხლის სამართლის ამ კონკრეტული დანაშაულის შესახებ ოპოზიციურ ევროპულ საქართველოში ინფორმაცია არ აქვთ.



 

big_banner
არქივი