logo_geo
„აშშ-ის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა უპრეცენდენტო დოკუმენტს, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს სუვერენიტეტს“
- +

6 მაისი. 2017. 12:47




პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ აშშ-ის პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილ საქართველოს მხარდამჭერ საკანონმდებლო აქტთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა, რაც ხელს შეუწყობს არაღიარების პოლიტიკის განხორციელებას.


„ამერიკის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა უპრეცედენტო დოკუმენტს, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის, ჩვენი სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის უპრეცედენტო მხარდაჭერას.

 

ეს არის პირველი დოკუმენტი ამერიკის შეერთებულ შტატებში. პრაქტიკულად, კანონის დონეზე არის საუბარი ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფაზე, ჩვენი რეგიონების ოკუპაციაზე რუსეთის მხრიდან. ეს არის უპრეცედენტო მხარდაჭერა და ცხადყოფს იმ ძალიან მყარ სტრატეგიულ პარტნიორობას, რომელიც აკავშირებს ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა საკანონმდებლო აქტს, რომლითაც პირველად მოხდა აშშ-ის კანონით საქართველოს ტერიტორიების, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების, რუსეთის მიერ ოკუპირებულად აღიარება.





 

big_banner
არქივი