logo_geo
ირაკლი კობახიძე: განუსაზღვრელად გაფართოვდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უფლებამოსილებები
- +

8 მაისი. 2017. 17:19



პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ბათუმში, საკონსტიტუციო პროექტის საყოველთაო განხილვაზე განაცხადა, რომ განუსაზღვრელად გაფართოვდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უფლებამოსილებები და ეს არის ერთ-ერთი მთავარი მიღწევა იმ კონსტიტუციური კანონის, რომელიც ჩამოყალიბდა.


მისი ტქმით, ერთ-ერთი მთავარი წინ გადადგმული ნაბიჯი ამ კონსტიტუციურ კანონში მდგომარეობს იმაში, რომ სათანადოდ მოწესრიგდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უფლებამოსილებები და გაფართოვდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უფლებამოსილებათა წრე პრაქტიკულად განუსაზღვრელი ფორმით.


ახალი ნორმა გვაქვს კონსტიტუციურ კანონში, რომლის მიხედვითაც აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას შეუძლია გააკეთოს ნებისმიერი რამ, თუ ეს არ არის სახელმწიფო ხელისუფლების, ან თვითმმართველობის განსაკუთრებული უფლებამოსილებები. ანუ, განუსაზღვრელად გაფართოვდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უფლებამოსილებები და ეს არის ერთ-ერთი მთავარი მიღწევა იმ კონსტიტუციური კანონის, რომელიც ჩამოყალიბდა. ეს ხელ-ფეხს უხსნის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებას, იზრუნოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მოსახლეობის ინტერესების დაცვაზე. ავტონომია გაფართოვდა, მინისტრების დანიშვნაში არ მონაწილეობს ცენტრალური ხელისუფლება, გადაისინჯა დათხოვნის წესი და .. აბსოლუტურად დაუხვეწავი და დამახინჯებული კონსტიტუციური კანონი შევცვალეთ ძალიან მოწესრიგებული კონსტიტუციური კანონით", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 


 

big_banner
არქივი