logo_geo
„ნაციონალურ მოძრაობაში“ კვლავ არეულობაა
- +

28 ნოემბერი. 2016. 22:52



„ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" პარტიის წევრთა აზრი ორ ჯგუფად არის გაყოფილი ყრილობის ჩატარებასთან დაკავშირებით. პარტიის წევრები კომპრომისული ვარიანტის შემუშავებაზე პოლიტსაბჭოს სხდომაზე იმსჯელებენ.


როგორც „პირველს" „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა დავით დარჩაიაშვილმა განუცხადა, ყრილობის ფორმატთან დაკავშირებით, საუბარი პარტიის პოლიტიკურ სხდომაზე გაიმართება.


რეალურად ხდება შემდეგი რამ, ამაზე განცხადებებიც კეთდებოდა. პარტიაში არსებობს ორი პროექტი, თუ როგორ ჩატარდეს ყრილობა. ამ თემაზე პოლიტიკურ საბჭოში იქნება მსჯელობა, რომელ მოდელს ავირჩევთ და იქნება საუბარი თუ შეიძლება და გამოინახება რაიმე კომპრომისული მოდელი. ორი ყრილობის ჩატარება ორ პარტიას ნიშნავს, ასეთი რამ არ გამიგია",- განაცხადა დარჩიაშვილმა.


ჯერჯერობით უცნობია როდის გაიმართება „ნაციონალური მოძრაობის" ყრილობა. პარტიამ ბოლოს ყრილობა 5 ოქტომბერს ჩაატარა.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი