logo_geo
მამუკა მდინარაძე: ჩვენ უნდა დაველოდოთ გამოძიების შედეგებს
- +

14 მაისი. 2017. 22:52



ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ აუდიტის სამსახურის უფროსის, ლაშა თორდიას ცემის ფაქტზე ოპოზიციის ნაწილის მოთხოვნის კომენტირებისას განაცხადა, რომ გამოძიების შემდეგ, აუცილებლად იმსჯელებენ საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზანშეწონილობაზე.


ოპოზიციის ნაწილი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს.


„ჩვენ ვნახეთ, რომ ფაქტობრივად მომხდარი არ იყო ამბავი, კომისიის შექმნას ითხოვდნენ. შესაძლებელია ეს საკითხიც დადგეს დღის წესრიგში, ამას ჩვენ ნამდვილად არ გავექცევით, გამომდინარე იქიდან, რომ საუბარია აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელზე.

 

ამაზე განცხადება გუშინ პარლამენტის თავმჯდომარემაც გააკეთა. ჩვენ უნდა დაველოდოთ გამოძიების შედეგებს, ვნახოთ, სად მიდის გამოძიება, რა მიმართულებით მიდის, რამდენად იქნება ამომწურავი პასუხები გამოძიების მიერ გაცემული და ამის შემდეგ აუცილებლად ვიმსჯელებთ კომისიის შექმნის მიზანშეწონილობაზე", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.


 

big_banner
არქივი