logo_geo
ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე: შეეშვით მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას!
- +

14 მაისი. 2017. 22:55


 

„გადამცემი ხაზი არის მნიშვნელოვანი ქვეყნის განვითარებისთვის და რეგიონისთვის კონკრეტულად", - ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ილია ელოშვილმა „ქსანი-სტეფანწმინდის" დამაკვაშირებელი მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობასთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.


„ჩვენ ადგილიბრივ მოსახლეობასაც, საზოგადოებასაც არაერთგზის ავუხსენით ამ ობიექტის უსაფრთხოება და სრული შესაბამისობა მსოფლიო სტანდარტებთან.

 

პირადად მე,  არაერთხელ  ვიყავი ჩასული ადგილზე, ვესაუბრე ადგილობრივებს, გავაცანი მთავრობის შესაბამისი დადგენილება და არანაირი წინაღობა ხალხის მხრიდან საკითხს არ ჰქონია. ამჟამად ამ ხალხთან ჩადიან რაღაც ჯგუფები, რომლებიც მოსახლეობაში ცდილობენ პანიკის ან დაძაბულობის შეტანას. პროექტის შესახებ აწვდიან მცდარ ინფორმაციას.

 

რაც შეეხება ადგილობრივ მაცხოვრებლებს, მსურს კიდევ ერთხელ დავარწმუნო ყველა, რომ ჩვენი ხელისუფლების არცერთი ნაბიჯი და გადაწყვეტილება არ არის მიმართული თუნდაც ერთი ადამიანის საზიანოდ -  მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნის და ეკონომიკის განვითარებისკენ.

 

მოვუწოდებთ ადგილობრივ თვითმართველობას, გამგებლებს და თემის წარმომადგენლებს მოახდინონ მოსახლეობასთან შეხვედრების ორგანიზება და კიდევ რამე კითხვის ნიშნები თუ არსებობს - ჩვენ არგუმენტებს მივაწვდით.

 

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რაც შეეხება დესტრუქციულ ჯგუფებს - ეს საზოგადოებამ განსაჯოს, ვის და რის ინტერესებს ემსახურებიან.  მივმართავ ამ პროცესების უკან მდგომებს  - შეეშვით მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას, გარწმუნებთ თქვენი მიზნების მიღწევა არ გამოგივათ. არეულობის ინსპირირების მცდელობას სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისი რეაგირება ექნება კანონის ფარგლებში", - განაცხადა ილია ელოშვილმა.


 

big_banner
არქივი