logo_geo
ზურაბ ალავიძე და ზურაბ პოლოლიკაშვილი საუდის არაბეთის დელეგაციასთან თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ
- +

15 მაისი. 2017. 14:00



საქართველოს რეგიონული განვითaრებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ზურაბ ალავიძე და ესპანეთის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ზურაბ პოლოლიკაშვილი საუდის არაბეთის ტურიზმისა და ეროვნული მემკვიდრეობის კომისიის ხელმძღვანელებს შეხვდნენ.  კომისიის პრეზიდენტმა, პრინცმა სულთან ბინ სალმან ალ-საუდიმ  ზურაბ პოლოლიკაშვილს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ მდივნად არჩევა მიულოცა.


მხარეებმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ქვეყნების ტურისტული პოტენციალის შესახებ ინფორმაცია გაცვალეს და სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. ზურაბ ალავიძემ ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელის თანამდებობაზე საქართველოს კანდიდატის მხარდაჭერისთვის სულთან ბინ სალმან ალ-საუდის  მადლობა გადაუხადა.


არჩევნები ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს 105-ე სესიის ფარგლებში მადრიდში გაიმართა. ზურაბ პოლოლიკაშვილის კანდიდატურას საბჭოს წევრი ქვეყნების უმრავლესობამ დაუჭირა მხარი. იგი ახალ თანამდებობას 2018-2021 წლებში დაიკავებს.





 

big_banner
არქივი