logo_geo
ირაკლი კობახიძე: ბუნებრივია, ნაწილობრივ ორგანიზებულია ხალხის მიყვანა შეხვედრებზე
- +

15 მაისი. 2017. 23:55



პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „რადიო პალიტრის" ეთერში საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ქართული ოცნება" ნაწილობრივ აქტივის ორგანიზებულ მიყვანას ახორციელებდა.


„ბუნებრივია, ნაწილობრივ ორგანიზებულია ხალხის მიყვანა შეხვედრებზე, სხვა პარტიებსაც აქვთ ეს გაკეთებული. ნახეთ ნებისმიერი პარტია - „პატრიოტთა ალიანსი", „ევროპული საქართველი", „ნაციონალური მოძრაობა", ყველას მოყავდა თავისი ხალხი. ჩვენი მხრიდანაც იყო ნაწილობრივ ორგანიზებული... მთავარია, რომ ჩვენ არ გავიმეოროთ ის ნეგატიური პრაქტიკა, რომელიც იყო წარსულში, როცა მხოლოდ მობილიზებული აქტივი ესწრებოდა შეხვედრებს", - განაცხადა კობახიძემ.


 

 

 

big_banner
არქივი