logo_geo
ვიქტორ დოლიძე: საქართველოსთან მიმართებაში NATO-ს გაფართოების ტალღა არ უნდა შეჩერდეს
- +

25 მაისი. 2017. 15:34



ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ ვიქტორ დოლიძის განცხადებით, NATO-ს საპარლამენტო ასამბლეაზე დაფიქსირდება „სპეციალური გზავნილი", რომ საქართველოსთან მიმართებაში NATO-ს გაფართოების ტალღა არ უნდა შეჩერდეს.


ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, მასშტაბური, მრავლისმომცველი ღონისძიება და ამავე დროს, ჩემი აზრით, არის ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი, როგორც საქართველოსადმი, ასევე NATO- ყველა წევრისადმი, თუ რამდენად დიდია ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ინტერესი საქართველოსთან მიმართებაში. ამასთან დაკავშირებით, მოგეხსენებათ, გუშინაც განაცხადა NATO- გენერალურმა მდივანმა და დღესაც აღინიშნა საქართველოსადმი ძალიან დიდი, მკაფიო და მკვეთრი ინტერესი, რასთან დაკავშირებითაც განცხადება ასევე გააკეთეს სხვა მაღალმა ოფიციალურმა პირებმა, მათ შორის, ჩვენმა მეგობარმა ჯეიმს აპატურაიმ. ჩვენ, არა მხოლოდ გეოგრაფიულად და ტექნიკურად ვატარებთ ამ სამიტს, არამედ მას მიენიჭება ძალიან მაღალი პოლიტიკური მნიშვნელობა, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ მივიღებთ საქართველოსთან დაკავშირებით სპეციალურ დოკუმენტს, განცხადებას, სადაც იქნება ძალიან დიდი მხარდაჭერა გამოთქმული როგორც ინტეგრაციული პროცესებისადმი, ასევე, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისადმი, რეფორმების მხარდაჭერისადმი. იქნება სპეციალური გზავნილი რუსეთის ფედერაციისადმი ისევე, როგორც NATO-სადმი იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოსთან მიმართებაში NATO- გაფართოების ტალღა არ უნდა შეჩერდეს და საქართველო NATO- წევრი უნდა გახდეს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ იმას, რომ გარდა გეოგრაფიული, სტრატეგიული მნიშვნელობისა, მას ძალიან სერიოზული პოლიტიკური მნიშვნელობა მიენიჭება", - განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.


ვიქტორ დოლიძემ იმედი გამოთქვა, რომ ყველა დაგეგმილი ღონისძიება, მათ შორის, პოლიტიკური განცხადება, ბოლომდე მივა და NATO-ს საპარლამენტო ასამბლეას მის მიღებასთან დაკავშირებით რაიმე პრობლემა არ ექნება.



 

big_banner
არქივი