logo_geo
გიორგი კვირიკაშვილი: პოლიციელები ჩვენი დროის გმირები არიან
- +

31 მაისი. 2017. 11:58



საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პოლიციის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე პოლიციელებს პროფესიული დღე მიულოცა და ქვეყნისთვის გაწეული სამსახურისთვის, საზოგადოებრივი წესრიგისა და მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვისთვის მადლობა გადაუხადა.


საქმე, რომელსაც თქვენ ემსახურებით, უდიდეს პასუხისმგებლობასთან და მაღალ პროფესიონალიზმთან არის დაკავშირებული და ხშირად საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასადაც გიწევთ მუშაობა. ჩვენ არაერთი მაგალითი გვაქვს პოლიციელის პირადი თავგანწირვის. სამწუხაროდ, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას არაერთი პოლიციელის სიცოცხლე შეეწირა. ისინი ჩვენი დროის გმირები არიან", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.



 

big_banner
არქივი