logo_geo
გიორგი კვირიკაშვილი: ჩვენი მიზანია, პოლიცია უფრო მეტად დაუახლოვდეს ხალხს
- +

31 მაისი. 2017. 12:06



ჩვენი მიზანია, პოლიცია და საზოგადოება მოკავშირეებად და პარტნიორებად იქცნენ", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე განაცხადა.


მან პოლიციელებს მადლობა გადაუხადა იმ წვლილისათვის, რომელიც მათ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის კუთხით შეიტანეს.


რომ არა უსაფრთხოება ქვეყანაში და სამაგალითო საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობა, შედეგი მიუღწეველი იქნებოდა. წელს გაფორმდა შეთანხმება საქართველოსა და ევროპოლს შორის ოპერატიული და სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ გავხდით ევროკავშირის ნაწილი სამართალდაცვით სფეროში, რაც არის მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე. დღეს ჩვენი მიზანია, გვქონდეს კიდევ უფრო მაღალი სტანდარტები, ჩვენ მაქსიმალურად უნდა მივუახლოვდეთ ევროპულ სტანდარტებს, სადაც თითოეული ადამიანის ინტერესების დაცვას ემსახურება სახელმწიფო და შესაბამისად, პოლიცია. ჩვენ ცივილიზებულ ქვეყანას ვაშენებთ და მიგვაჩნია, რომ წესრიგი მიიღწევა დანაშაულის აღკვეთითა და დამნაშავის დასჯით ისე, რომ კანონი იყოს ზედმიწევნით დაცული. ჩვენი მიზანია, პოლიცია უფრო მეტად დაუახლოვდეს ხალხს, კიდევ უფრო გაღრმავდეს ნდობა, პოლიცია და საზოგადოება მოკავშირეებად და პარტნიორებად იქცნენ", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.



 

big_banner
არქივი