logo_geo
ვახტანგ გომელაური: ე.წ. მოსმენების სააგენტოს ხელმძღვანელის თანამდებობაზე რამდენიმე კანდიდატი მოიაზრება
- +

31 მაისი. 2017. 12:42




„ე.წ. მოსმენების სააგენტოს ხელმძღვანელის თანამდებობაზე რამდენიმე კანდიდატი მოიაზრება", - ამის შესახებ ჟურნალისტებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა ვახტანგ გომელაურმა განუცხადა. სუს-ის უფროსმა კანდიდატების დასახელებისგან ამ ეტაპზე თავი შეიკავა.


„მოიაზრებიან კანდიდატები. რამდენიმე კანდიდატია. მათი დასახელებისგან ამ ეტაპზე თავს შევიკავებ", - განაცხადა გომელაურმა.


პარლამენტის მიერ მიღებული კანონით, კანონის ამოქმედებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში, ოპერატიულ-ტექნიკური სამსახურის ხელმძღვანელი უნდა დაინიშნოს. დანიშვნის პროცედურა შემდეგია: სუს-ის ხელმძღვანელი სპეციალურ კომისიას აღნიშნულ თანამდებობაზე სამ კანდიდატს შესთავაზებს, რომელთაგან ერთს კომისია შეარჩევს და მას დასანიშნად პრემიერ-მინისტრს წარუდგენს. ახალი კანონი 31 მარტს ამოქმედდა.




 

big_banner
არქივი