logo_geo
ალექსანდრე ბატიაშვილი სუს-ის უფროსის მოადგილედ დაინიშნა
- +

31 მაისი. 2017. 12:52



სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ვებგვერდზე, სუს-ის ხელმძღვანელის ვახტანგ გომელაურის მოადგილეების ჩამონათვალში ალექსანდრე ბატიაშვილიც ფიგურირებს.


მისი დანიშვნის გადაწყვეტილების შესახებ ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაკეთებულა. ბატიაშვილს საჯარო სამსახურში მუშაობის რამდენიმეწლიანი გამოცდილება აქვს.


ალექსანდრე ბატიაშვილი მუშაობდა თავდაცვის სამინისტროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროში. ის თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ალასანიას მოადგილე იყო. შსს-ში მუშაობის დროს კი მაშინდელი მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მოადგილე იყო.


2003-2004 წლებში უშიშროების სამინისტროს თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილის თანამდებობა ეკავა. 2004 წელს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ ექსპერტიზისა და სპეციალურ გამოკვლევათა ცენტრის დირექტორი იყო. მოგვიანებით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ თანამდებობის პირთა ქონებრივი და საფინანსო მდგომარეობის საინფორმაციო ბიუროს თავმჯდომარის თანამდებობა ეკავა.




 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი