logo_geo
გიორგი კვირიკაშვილი: სახელმწიფოს უსაფრთხოებაზე მომუშავე და მზრუნავი ინსტიტუტების დისკრედიტაცია მიუღებელია
- +

1 ივნისი. 2017. 13:28


 

ყველას მოვუწოდებ, წინასწარი დასკვნებისგან, სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაციისგან თავი შევიკავოთ", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქმეზე საუბრისას განაცხადა.


მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ თუ ხელი შევუწყვეთ სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ ნდობის შემცირებას, ძალიან გაჭირდება ქვეყნის უსაფრთხოების რეალურად დაცვა.


ძალიან კარგად მესმის ჩვენი მოქალაქეების და ასევე ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით მომუშავე არასამთავრობო სექტორის წუხილი, თუმცა, მინდა აქვე ვთქვა, რომ წინასწარი დასკვნების გაკეთება არის მიუღებელი, მით უმეტეს მიუღებელია, სახელმწიფოს უსაფრთხოებაზე მომუშავე და მზრუნავი ინსტიტუტების დისკრედიტაცია. გამოძიება მიმდინარეობს. შინაგან საქმეთა მინისტრმა გააკეთა განცხადება, კავშირი გვაქვს აზერბაიჯანელ კოლეგებთან და ჩემი მოწოდება იქნება, რომ გამოძიების დასრულებამდე წინასწარი დასკვნებისგან თავი შევიკავოთ. თუ ჩვენ შევუწყვეთ ხელი სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ ნდობის შემცირებას, ძალიან გაგვიჭირდება ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების რეალურად დაცვა. ნდობა, ჩვენს მოქალაქეებსა და სახელმწიფოს შორის არის ის, რასაც ემყარება ნამდვილად დემოკრატიული ქვეყნის მშენებლობა, ამიტომ, ყველას კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, წინასწარი დასკვნებისგან, სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაციისგან თავი შევიკავოთ", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.


პრემიერმა ინფორმაციებს, რომელიც საქართველოს მიერ აფგან მუხთარლის უფლებების დარღვევას შეეხება, სპეკულაციები უწოდა.



 

big_banner
არქივი