logo_geo
მამუკა არეშიძე: აფგან მუხთარლსა და მის მეუღლეს პირადად არ ვიცნობდი, მაგრამ...
- +

2 ივნისი. 2017. 18:54


 

„ქვეყნის პრესტიჟის თვალსაზრისით, რასაკვირველია, ძალიან მძიმე ფაქტია და ამას სჭირდება ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან კვალიფიციური პასუხი, რომელშიც საზოგადოებრივი ინტერესის მიმართ პასუხისმგებლობა იგრძნობა. რა თქმა უნდა, ასევე საჭიროა ამ ამბის გამოძიება", - ასე გამოეხმაურა ექპერტი მამუკა არეშიძე „რეპორტიორთან" საუბარში აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის გატაცების ფაქტს.

 

„საქართველო არის ისეთი ქვეყანა, სადაც დაახლოებით 10-12 ქვეყნიდან პოლიტიკური მოტივით ჩამოსული ადამიანი აფარებს თავს. მათ შორის არიან აზერბაიჯანული საზოგადოების წარმომადგენლები. აფგან მუხთარლსა და მის მეუღლეს პირადად არ ვიცნობდი, მაგრამ ისინი აზერბაიჯანში სამოქალაქო აქტივისტებად ითვლებოდნენ. ის, რომ ისინი მუშაობდნენ ალიევების ოჯახის კორუფციულ საქმიანობასთან დაკავშირებით, ამის შესახებ ინფორმაცია არ მქონია", - განაცხადა მამუკა არეშიძემ.


არეშიძე აღნიშნულ საქმეში მესამე ქვეყნის ინტერესების არსებობას ამ ეტაპზე გამორიცხავს, თუმცა აქვე ამბობს, რომ აზერბაიჯანის დღევანდელი ხელისუფლების ინტერესი პირდაპირ იკვეთება.


„ნიშნებს, რომ ამ ყველაფერში მესამე ქვეყანა იყოს ჩართული, ხაზგასმით შემიძლია ვთქვა, რომ ჯერჯერობით ვერ ვხედავ. მაგრამ, რა თქმა უნდა, აზერბაიჯანის დღევანდელი ხელისუფლების ინტერესი პირდაპირ იკვეთება. მათი ინტერესი არის იმ ადამიანების დაპატიმრება, რომლებიც მათ დისკომფორტს უქმნიან, თუნდაც სხვა ქვეყანაში, ამ შემთხვევაში საქართველოში ცხოვრობდნენ", - განაცხადა მამუკა არეშიძემ.


 

big_banner
არქივი