logo_geo
დიმიტრი ხუნდაძე: მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საკითხების გამოძიება სწრაფად უნდა მოხდეს
- +

3 ივნისი. 2017. 11:55

 

 

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საკითხების გამოძიება სწრაფად უნდა მოხდეს, თუმცა, არა იმდენად სწრაფად, რომ საქმის წარმოება არასწორად წარიმართოს და არაადეკვატური შედეგი  დადგეს“, - ამის შესახებ პარლამენტის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე დიმიტრი ხუნდაძე აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით განაცხადა.

 

ხუნდაძის განცხადებით, არც ერთი კითხვა პასუხგაუცემელი არ უნდა დარჩეს.

 

ჩვენ ვცხოვრობთ სამართლებრივ და კონსტიტუციურ სახელმწიფოში და სამართლებრივ ჩარჩოებში მოქმედება სწორედ რომ ჩვენი ქვეყნის საშინაო და საგარეო იმიჯის საქმეა. ვფიქრობ, რომ მსგავსი საკითხების შეფასება პოლიტიკოსის საქმე არც არისსამართალდამცავები და შესაბამისი ორგანოები არსებულ კითხვებს პასუხს იმ ვადებში გასცემენ, რაც ობიექტურ და სამართლიან გამოძიებას დასჭირდება. აღნიშნული, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ნებისმიერი ადამიანის ინტერესებში შედის, პილიტიკოსი იქნება თუ აპოლიტიკური პირი“, - აცხადებს დიმიტრი ხუნდაძე.

 


  

 

 

big_banner
არქივი