logo_geo
ზურაბ ალავიძემ თურქეთის დელეგაცია მიიღო
- +

6 ივნისი. 2017. 13:12




საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ზურაბ ალავიძემ თურქეთის ეკონომიკის სამინისტროს საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების საბჭოს (DEIK)  დელეგაცია მიიღო, რომელიც  თბილისში ინფრასტრუქტურული პროექტების შესწავლის მიზნით იმყოფება.


შეხვედრისას, ზურაბ ალავიძემ უცხოელ სტუმრებს საქართველოს რეგიონებში მიმდინარე და 2017-2020 წლებში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნო. ასევე,   სამინისტროს პრიორიტეტულ  მიმართულებებსა და  პროექტების  ეფექტიანი განხორციელების მიზნით,  სამომავლოდ გასატარებელ  ღონისძიებებზე ესაუბრა.


თავის მხრივ, თურქეთის დელეგაციის წევრებმა, მინისტრს თავიანთი მოსაზრებები გაუზიარეს და მიაწოდეს ინფორმაცია საბჭოს საქმიანობისა და საქართველოსთან მიმართებაში არსებული გეგმების შესახებ.


შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები განიხილეს.


 

big_banner
არქივი