logo_geo
გიორგი კვირიკაშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა
- +

6 ივნისი. 2017. 21:25



საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორს ენტონი დელანოის შეხვდა.

მხარეებმა განიხილეს საქართველოს მაკროეკონომიკური მაჩვენებლები და მიმდინარე ეკონომიკური რეფორმები. საუბარი შეეხო საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახალ სამწლიან პროგრამას და სამომავლო თანამშრომლობის საკითხებს, რომელიც სრულ თანხვედრაშია საქართველოს მთავრობის რეფორმების გეგმასთან.

სავალუტო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გამოხატა სრული მხარდაჭერა საქართველოს მთავრობის რეფორმების 4-პუნქტიანი გეგმის მიმართ, რაც მისი შეფასებით, ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საქართველოს ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე დაესწრნენ.


 

 

big_banner
არქივი