logo_geo
პაოლო ალი ირაკლი კობახიძეს: თქვენ და თქვენმა პოლიტიკურმა ჯგუფმა არაჩვეულებრივი შრომა გასწიეთ…
- +

8 ივნისი. 2017. 23:15



საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, პაოლო ალის მადლობის წერილი (http://parliament.ge/) მიიღო.


NATO- საპარლამენტო ასამბლეის სახელით, მადლობას გიხდით პირადად თქვენ და საქართველოს პარლამენტს, საქართველოში ასამბლეის პირველი, ისტორიული სესიის მასპინძლობისთვის. მსურს ასევე მადლობა გადაგიხადოთ ღონისძიების პროგრამის მნიშვნელოვან ასპექტებში თქვენი მონაწილეობისთვის.

 

პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას, თქვენ ხაზი გაუსვით საქართველოს ერთგულებას ევროპული ღირებულებებისადმი და თქვენს ურყევ ნებას, განავითაროთ დემოკრატიული ინსტიტუტები. თქვენ სწორად აღნიშნეთ, რომ NATO-  მიზანი არ გახლავთ მხოლოდ მშვიდობის უზრუნველყოფა. ალიანსი ასევე ზრუნავს დემოკრატიული იდეებისა და ღირებულებების გაძლიერებაზე. გამოსვლაში თქვენ ასევე განაცხადეთ, რომ NATO-  წევრობა ნიშნავს თავისუფლებას და დამოუკიდებლობას და ამ განწყობას სრულად იზიარებენ ასამბლეის დელეგატები.

 

დარწმუნებული ვარ, რომ სესიის მონაწილეებმა საქართველოში ვიზიტის შემდეგ უკეთესად აღიქვეს ის რთული გეოპოლიტიკური გარემო, რომელთანაც თქვენს ქვეყანას ყოველდღიურად უწევს გამკლავება. შესაბამისად, ისინი ახლა უფრო მეტად აფასებენ იმ მნიშვნელოვან წვლილს, რომელიც საქართველოს შეაქვს ჩვენი საერთო უსაფრთხოების განმტკიცებაში. მოხარული ვარ, რომ საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებებისადმი ჩვენი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ მკაფიოდ დადასტურდა ასამბლეის მიერ სესიის დასკვნით ნაწილში მიღებულ დეკლარაციაში.

 

მსურს ასევე უღრმესი მადლობა გადაგიხადოთ საქართველოს პარლამენტში კვირა საღამოს გამართული მიღების მასპინძლობისთვის. ეს იყო ღონისძიება, რომელიც არცერთ ჩვენგანს არასოდეს დაავიწყდება. მიღებაზე შექმნილი გარემო, კულტურული პროგრამა და თქვენი სტუმართმოყვარეობა უბრალოდ ბრწყინვალე იყო. გთხოვთ, გაუზიაროთ ჩემი მადლიერება ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩართული იყო ღონისძიების წარმატებით განხორციელებაში.

 

კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით თქვენი ხელმძღვანელობისთვის და საქართველოს პარლამენტის მიერ NATO- საპარლამენტო ასამბლეის მუშაობაში შეტანილი წვლილისთვის. ასამბლეის საგაზაფხულო სესია გახლდათ ძალიან მნიშვნელოვანი და დასამახსოვრებელი ღონისძიება, მთავარი კი ამ სესიის წარმატებით წარმართვაში სწორედ თქვენი მხარდაჭერა და აქტიური ჩართულობა იყო", - ნათქვამია NATO-ს  საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის მადლობის წერილში.


 

big_banner
არქივი