logo_geo
ოთარ აბესაძე: ზაალ უდუმაშვილისგან მხოლოდ ტენდენციურად წაყვანილი საინფორმაციო გამოშვება გვინახავს
- +

9 ივნისი. 2017. 14:05



სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2"­ის გენერალური დირექტორის მოადგილე და „კურიერის" თანაწამყვანი ზაალ უდუმაშვილი, შესაძლოა, პოლიტიკაში წავიდეს და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში პარტია „ნაციონალური მოძრაობიდან" თბილისის მერად იყაროს კენჭი. „ევროპული საქართველოს" თბილისის მერობის კანდიდატი კი ელენე ხოშტარია იქნება. „მარშალპრესი" დაინტერესდა, თუ რამდენად აქვთ ზემოთ დასახელებულ ორ კანდიდატს არჩევნებში გამარჯვების შანსი. „მარშალპრესი" მერიის წარმომადგენელს საკრებულოში ოთარ აბესაძეს დაუკავშირდა:

 

„მოდით, პირდაპირ გეტყვით, დღეს არსებული ყველა მონაცემით, საზოგადოებრვი მოსაზრებებით, გარკვეული ტიპის ინტერნეტ-გამოკითხვებით, სოციალურ ქსელში თუ ასე შემდეგ, უპირობო ლიდერი „ქართული ოცნების" კანდიდატი კახა კალაძეა. ჩატარდა წინასწარი გამოკითხვები. არ მინდა, პარტიულად მიკერძოებული ვიყო, გამთამაშებელი, მაგრამ სხვა კანდიდატებს არანაირი შანსი არ აქვთ არჩვენებში გამარჯვების. რაც შეეხება სხვა კანდიდატებს, ჩემთვის ზაალ უდუმაშვილი არის ჟურნალისტი, ტენდენციური და მიკერძოებული, ის არის იმ არხის დირექტორის მოადგილე, რომელიც პირდაპირი პრეს­სამსახურია კონკრეტული პარტიის, ეს დადასტურდა კიდეც. მეორე თემაა ის, რომ ზაალ უდუმაშვილი არის პროფესიონალი ჟურნალისტი, მაგრამ ის არ არის პროფესიონალი მენეჯერი და პოლიტიკოსი. შესაბამისად ვფიქრობ, რომ ზაალ უდუმაშვილის თბილისის მერობა არ იქნება კარგი, ვინაიდან მერს სჭირდება სხვა უნარ­ ჩვევები, სხვა შესაძლებლობები და რესურსები. მერი უნდა იყოს მეურნე, რომელსაც აქვს თავისი ხედვა, კვალიფიციური პოლიტიკოსი უნდა იყოს, საკუთარი სტრატეგია უნდა ჰქონდეს და ა.შ. ზაალ უდუმაშვილის ხედვა ჩვენ ჯერ არ გვინახავს, ჩვენ მხოლოდ მის ტენდენციურად წაყვანილი საინფორმაციო გამოშვება გვაქვს ნანახი. ჩემი სუბიექტური აზრია, რომ „რუსთავი 2"­ის დღის წესრიგი აწყობილია მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურ იდეოლოგიაზე. არ გამოვრიცხავ, რომ ის უბრალოდ მხარეა ამ მანიაკალური სისტემის. რაც შეეხება ელენე ხოშტარიას - პირველ რიგში, მივესალმები იმას, რომ ქალი პოლიტიკაში ეს ძალიან კარგია. პოლიტიკურ იდეოლოგიასა და მრწამსზე თუ ვისაუბრებთ, ელენე ხოშტარია „ნაციონალური მოძრაობის" განაყოფი პარტიიდანაა. „ნაციონალურ მოძრაობასა" და „ევროპულ საქართველოს" შორის კი არანაირი განსხვავება არ არის, მათ მრწამსი, შეხედულებები და ფასეულობები აქვთ ერთი. ეს ადამიანები იცავდნენ ადამიანების წამებას, გაუპატიურებას და „აპრავებდნენ" ამ ყველაფერს, და როდესაც გველაპარაკებიან სხვა პარტიის სახელით, ნუ დაგვავიწყდება, ვინ იყო გიგა ბოკერია, დავით ბაქრაძე და. ა.შ.", - განაცხადა ოთარ აბესაძემ. 


 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი