logo_geo
კანადა-საქართველოს თანამშრომლობის პერსპექტივები
- +

10 ივნისი. 2017. 12:43



კანადის ექსპორტის განვითარების სააგენტოს (Export Development Canada (EDC))  წარმომადგენლები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სტუმრობდნენ. 


უცხოელ დელეგაციას მინისტრის მოადგილე გაგი ბუაძე და გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი სეთურიძე შეხვდნენ.


შეხვედრაზე ქართულმა მხარემ სტუმრებს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს რეგიონებში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებში ახალი - თანამედროვე ტექნოლოგიის დანერგვისა და გამოყენების საკითხებზე.


თავის მხრივ, სტუმრებმა სააგენტოს საქმიანობასა და პრიორიტეტებზე გაამახვილეს ყურადღება. ასევე, ისაუბრეს საქართევლოსთან მიმართებაში მათ სამომავლო გეგმებზე.  კანადური მხარე დაინტერესებულია საქართველოს ეკონომიკური პოტენციალისა და კანადა-საქართველოს თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებით.


 

big_banner
არქივი