logo_geo
მამუკა მდინარაძე: ქალაქის ყველა სამსახური თავის ადგილზე და მოწოდების სიმაღლეზე დგას!
- +

11 ივნისი. 2017. 00:16



საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ ქალაქის ყველა სამსახური გამართულად მუშაობს.


„საგანგაშო არაფერი ხდება ქალაქში, ყველა სამსახური მობილიზებულია. ყველა უწყება მობილიზებულია, შესაბამისად, ვხედავთ, რომ სიტუაცია ქუჩებში კონტროლდება.

 

ყველას მოვუწოდებ, რომ მშვიდად იყვნენ სახლებში და ქალაქის ყველა სამსახური თავის ადგილზე და მოწოდების სიმაღლეზე დგას.

 

ყველა სტრუქტურა გამართულად მუშაობს, სურამში არის ერთი ფაქტი დაფიქსირებული, რომ ერთ ადამიანს ეძებენ, სამაშველო სამსახური ჩართულია სამუშაოებში, სიტუაცია აბსოლუტურად ექვემდებარება კონტროლს", - განაცხადა მდინარაძემ.

 

მერიის ცნობით, ამ დროისთვის, უამინდობას ქალაქში პრობლემები არ შეუქმნია. თბილისის მერი, მერის მოადგილეები და რაიონის გამგებლები ქალაქის სხვადასხვა უბანში იმყოფებიან. თბილისის მერია მოუწოდებს მოქალაქეებს, ცალკეული შემთხვევების შესახებ დარეკონ თბილისის მერიის ცხელ ხაზზე: 2 72 22 22.


 

big_banner
არქივი