logo_geo
კახა კალაძე: მინდა გამოვეხმაურო, თბილისში გამართულ საპროტესტო აქციას...
- +

11 ივნისი. 2017. 00:55


ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე „ბირჟა მაფიის" წევრების დაკავებას გამოეხმაურა. როგორც კალაძემ facebook-ჩრთვაში განაცხადა, თუ რაიმე სახის გადაცდომა არსებობს აღნიშნულ საქმეში ყველა პასუხს უმკაცრესად აგებს.

 

„მინდა გამოვეხმაურო, თბილისში გამართულ საპროტესტო აქციას და პირველ რიგში მინდა ავღნიშნო, რომ ქვეყანაში ნარკოპოლიტიკა რადიკალურად არის შესაცვლელი. მოხარული ვარ, რომ პრემიერ-მინისტრმა ამ რეფორმის დაჩქარეება სთხოვა პარლამენტს. რაც შეეხება კონკრეტულ ფაქტს, ყველა ჩვენგანისთვის მიუღებელია არ აქვს მნიშვნელობა ეს იქნება მთავრობის წევრი, თუ ნებისმიერი მოქალაქე, როდესაც ძალოვანი სტრუქტურის მხრიდან თუნდაც ეჭვის დონეზე დავუშვებთ ნარკოტიკის ჩადების შესაძლებლობას. ეს ყველაფერი წარსულში უნდა დარჩეს. როდესაც ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაცია და პოლიციის რეფორმის ბოლომდე მიყვანა მოხდება, ეს წარსულში დარჩება. ჩვენ საზოგადოება, პირველ რიგში სამართალ დამცავებისგან ველით დახმარებას და სიმართლის დაცვას. ჩვენ ვენდობით მათ, ამიტომ არცერთი კონკრეტული შემთხვევა არ დარჩება ჩვენი ხელისუფლების, უწყების ყურადღების მიღმა. სრულიად დაუშვებელია, რომ რომელიმე მათგანის რაიმე სახის გადაცდომამ ჩირქი მოსცხოს ჩვენს პოლიციელებს. ადამიანებს, რომლებიც ჩვენი სიცოცხლის გადარჩენის ფასად დგანან ქვეყნის სადარაჯოზე. ამ ეტაპზე მიდის შიდა მოკვლევა. სტრუქტურის ხელმძღვანელობა გააკეთებს ყველაფერს, რომ თუ ვინმე არის დამნაშავე, ან გადაცდომა აქვს ჩადენილი ყველა ადეკვატურად დაისაჯოს", - განაცახდა კალაძემ. 


 

big_banner
არქივი