logo_geo
„გაგვიჭირდება, ავხსნათ, რატომ არის პოლიციელის პროფესია გამოყვანილი ოთხფეხა ცხოველის როლში, ყელზე თოკით და კბილებში ძვლით!“
- +

12 ივნისი. 2017. 01:59



საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე ჯგუფ „ბირჟა მაფიას" კლიპში პოლიციელის როლს ეხმაურება:


მე პირადად ამ კლიპში იმ კონკრეტულ მონაკვეთს, სადაც პოლიციელთან დაკავშირებით არის მოცემული პასაჟი, შევაფასებდი ძალიან უარყოფითად. არ მომწონს ეს როლი და ეს შემოქმედებითი მიდგომა. ძალიან გაგვიჭირდება, რომ გმირულად დაღუპული პოლიციის ოფიცრების შვილებს ავუხსნათ, რატომ არის მათი მამების პროფესია გამოყვანილი ოთხფეხა ცხოველის როლში, ყელზე თოკით და კბილებში ძვლით. გაგვიჭირდება ამ პოლიციელების ოჯახის წევრებს და შვილებს თვალებში ჩავხედოთ, თუ დღეს ეს შეფასებები არ გავაკეთეთ. ხელოვნება არ იზღუდება, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ მომავალში გმირი პოლიციელების შვილებმა უნდა იცხოვრონ ამ რეპერებთან ერთად",- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.


 

big_banner
არქივი