logo_geo
სოფო კილაძე: კანონზე მაღლა არავინ უნდა იდგეს!
- +

12 ივნისი. 2017. 21:33



ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, სოფო კილაძე ჯგუფ "ბირჟა მაფიის"  წევრების საქმეს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ „ქართული ოცნების" ერთ-ერთი მთავარი მიღწევაა ის, რომ კანონზე მაღლა არავინ არ დგას.


„ხელისუფლების უმაღლესი წარმომადგენლებისგან - პრემიერისგან და ვიცე-პრემიერისგან განცხადებები გაკეთდა და არა მხოლოდ განცხადებები, ამას თავისი რეაგირება აქვს. როცა კითხვის ნიშნები ჩნდება, ამას პასუხი უნდა გაეცეს და ხელისუფლება ადეკვატური უნდა დარჩეს. კითხვის ნიშნებზე თვალის დახუჭვა არ შეიძლება. მგონი, ეს იმის მიმანიშნებელია, რომ ამ შემთხვევაში, ჩვენ სწორი პოზიცია დავიჭირეთ. ძალიან რთული საკითხთან გვაქვს საქმე, რადგან შესაძლებელია, გარკვეულმა პირებმა, რომელთაც დანაშაული ჩაიდინა, მანიპულირება დაიწყოს იმით, თითქოს, მას ნარკოტიკი ჩაუდეს. თავის მხრივ, ეს დომინოს ეფექტთან არის დაკავშირებული, რადგან და ხელისუფლების სხვადასხვა შტოების და ამ შემთხვევაში, სამართალდამცავი უწყებების მიზანმიმართული ნგრევაა და ეს სახელმწიფოს ნგრევას უკავშირდება. ამიტომ, განცხადებებთან მიმართებით ფრთხილები უნდა ვიყოთ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უდანაშაულო ადამიანების დაჩაგვრა არ მოხდეს და ადამიანის უფლებები არ შეილახოს, თუნდაც, ერთ ინდივიდთან გვქონდეს საქმე, რადგან ერთი ინდივიდი საზოგადოების ფასდაუდებელი წევრია და ადამიანის ღირსება, რომელიც კონსტიტუციით წინა პლანზე გამოვიტანეთ, იმის გარანტიაა, რომ თითოეული ადამიანის უფლებები უნდა დავიცვათ. მეორე მხრივ, სახელმწიფოს პრესტიჟის საშიშროებაა და ბეწვის ხიდზე სიარული გვიწევს და ეს უსამართლო განცდებებში არ უნდა გადაიზარდოს. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიღწევაა ის, რომ კანონზე მაღლა არავინ არ დგას - ეს იქნება სოფო კილაძე, თუ ნებისმიერი სხვა თანამდებობის პირი. კანონზე მაღლა არავინ არ უნდა დადგეს. თუ რაღაც დარღვევები დადასტურდა და კითხვის ნიშნები, რომლებიც ჩანს და შესაძლებელია ვივარაუდოთ, რომ ეს მართლაც დადასტურდა და ასეც იყო, რა თქმა უნდა, პოლიტიკურ პასუხიმგებლობაზეც არის საქმე და მათ შორის ჩემი თავიდან დაწყებული. არცერთი თანამდებობის პირი კანონზე მაღლა არ უნდა დადგეს", - აღნიშნავს კილაძე.


დეპუტატი წინა ხელისუფლების საქმიანობასაც იხსენებს და ამბობს, რომ ადრე სიძლიერეს იმას ეძახდნენ, რომ ადამიანების მიმართ არაზომიერი ძალის გამოყენება ხდებოდა.


„დღეს რადიკალურად განსხვავებული სიტუაცია გვაქვს და სიძლიერე იმაში გამოიხატება, რომ თუ რაღაც დარღვევაზე კითხვის ნიშნები გაჩნდება, მას ადეკვატური რეაქცია ჰქონდეს. ძლიერი საზოგადოება ესაა. ქვეყანა არ არსებობს, სადაც დანაშაული მათ შორის სამართალდამცავების მხრიდან არ ხდება. ხელისუფლების დემოკრატიულობა იმაში გამოიხატება, ამ კონკრეტულ შემთხვევას თუ რა რეაგირებას მისცემს და თუ კითხვებია, მას პასუხი უნდა გაეცეს და კანონზე მაღლა არავინ უნდა იდგეს", - დასძინა კილაძემ.


 

 

big_banner
არქივი